ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია,  მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ! - მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, რის საშუალებასაც არ მოგცემთ

ერთადერთი, ვისაც თქვენ ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა: ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი თუ სხვა, შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უცხოელი აგენტები არიან - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, რომ მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ და ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია! - ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ოპოზიციას კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დროს უპასუხა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კონსენსუსი ის პრინციპი არ არის, რითაც პარლამენტში თანამდებობის პირები უნდა ირჩეოდნენ.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი სათანადო ვადით იმიტომ არ არიან არჩეული, რომ მათ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა არჩევნები სათანადოდ ჩაატარეს. ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ ნული კრიტიკა იყო, მაგრამ მხარი მაინც არ დაუჭირეს. საერთოდ, რა კონსენსუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არავის მივცეთ საშუალება იმისა, რომ ცესკო, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, ვერ შედგეს, რაც თქვენი ინტერესის საგანია. მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ინსტიტუტები გაიყვანოთ, რის საშუალებასაც არ მოგცემთ!“ - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება