თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანი იძულებულია ყარაბაღთან დაკავშირებით ზომები მიიღოს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ბაქო იძულებულია მიიღოს ზომები მის ტერიტორიაზე, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეგიონში მშვიდობის ერთადერთი გზა არის შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები ბაქოსა და ერევანს შორის.

„აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არალეგიტიმური სომხური შეიარაღებული ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის სამხედრო პერსონალისა და უშიშროების ძალების წინააღმდეგ მრავალწლიანი შეიარაღებული თავდასხმებისა და პროვოკაციების საპასუხოდ, დღეს, აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც მიმართულია კონკრეტულად სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ. თითქმის, სამი წლის განმავლობაში, „ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანი იძულებულია მიიღოს ზომები მის სუვერენულ ტერიტორიაზე, რასაც საჭიროდ მიიჩნევს ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მისი კანონიერი და გამართლებული შეშფოთების შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების პროცესის შედეგზე ორიენტირებული გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ სკრუპულოზურად მიმდინარეობს, არის ერთადერთი გზა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სტაბილურობის დასამყარებლად“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება