არაღიარებული ყარაბაღის მთავრობა 80 დაჭრილისა და 5 დაღუპულის შესახებ იუწყება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.

ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა, ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.

არაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევას.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბრძოლა კონტაქტის მთელ ხაზზე გრძელდება.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იყენებს არტილერიას და რაკეტებს, უტევს უპილოტო საფრენ აპარატებს და საბრძოლო თვითმფრინავებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალი განცხადება ასევე გააკეთა არაღიარებული ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც მოითხოვდა საერთაშორისო თანამეგობრობისგან „რაც შეიძლება სწრაფად გადადგან ქმედითი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“.

„ამ ბოლო დროს აზერბაიჯანული მხარე ყოველდღიურად ახორციელებს პერსონალის გადაყვანას და სხვადასხვა იარაღის მარაგს აგროვებს, ამზადებს ნიადაგს არცახზე ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის. ჩვენ არაერთხელ ვაცნობეთ საერთაშორისო მოთამაშეებს, რომ შეუძლებელია აზერბაიჯანის ასეთი საბრძოლო და კრიმინალური დამოკიდებულების შეკავება მოწოდებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება