ანტონიუ გუტერეში - გაერო მზად არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სრულფასოვანი აღდგენისთვის ყველა შესაძლო ძალისხმევა გამოიყენოს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მზად არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სრულფასოვანი აღდგენისთვის ყველა შესაძლო ძალისხმევა გამოიყენოს. აღნიშნული განცხადება ნიუ-ორკში, გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ბრძოლა, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სამოქალაქო პირების ტანჯვა. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ერთ-ერთ ასეთ გზას წარმოადგენდა. მსოფლიოს ძალიან ესაჭიროება უკრაინული სურსათი და ასევე რუსული პროდუქტი და სასუქი, რათა ბაზრების სტაბილიზაცია მოხდეს და უზრუნველიყოს სასურსათო უსაფრთხოება. მე ამის მიღწევისთვის ყველაფერს გავაკეთებ”, - განაცხადა გუტერეშმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა უკანონო ომმა მოვლენათა საზარელი ჯაჭვის დასაწყისი გახდა.

„განადგურებული სიცოცხლე, ადამიანის უფლებების დარღვევა, ოჯახები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ტრავმირებული ბავშვები, დამსხვრეულია ოცნებები და იმედი“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება