რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება

ველით, რომ სომხეთი, უპირველეს ყოვლისა, შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაწყებული ზანგეზურის დერეფნის გახსნით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

„როგორც საყოველთაოდ აღიარებულია, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება. ჩვენ ვიცავთ დევიზს : „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ და მხარს ვუჭერთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება