შსს - პოლიციელი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა 2018 წლის ივლისში დაითხოვეს უწყებიდან, თუმცა მაშინდელმა მინისტრმა ის თანამდებობაზე იმავე წელს აღადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს დაითხოვეს და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაითხოვეს სამინისტროდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

ფაქტს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მეზვრიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირის მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას შეიტყო და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება