ანტონიო გუტერეში ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი უკიდურესად შეშფოთებულია რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენებისა და მსხვერპლის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი განცხადებით, გენერალური მდივანი ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "გენერალური მდივანი მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყდეს ბრძოლა, მოხდეს დეესკალაცია და 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით და აცხადებს, რომ აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარების აქტორებს იმ ადამიანებთან წვდომა ჰქონდეთ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

"ის მოუწოდებს მხარეებს, ფოკუსირება მოახდინონ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ნდობის ჩამოყალიბებას და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება