სოჭში, აეროპორტთან ახლოს დიზელის ავზს ცეცხლი გაუჩნდა

სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამასთან, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსულმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭში ნავთობბაზასა და აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება