კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები - მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მარიამ შაიშმელაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სააგენტოს წარმომადგენელი, ტარიელ გიორგაძე და მომხმარებლის დეპარტამენტის თანამშრომლები ლანა გელაშვილი და თამარ ჩანტლაძე ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 18-23 სექტემბერს, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (EU Twinning) მხარდაჭერით ხორციელდება.

„დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია - ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავების მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება. ასევე, სამართლებრივი და გზამკვლევი დოკუმენტაციის დამუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება, ცნობიერების ამაღლების მიზნით - სამიზნე აუდიტორიასთან თანამშრომლობის გეგმის დეტალური განსაზღვრა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის შეხვედრები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარეობს - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროში. ასევე, ლიეტუვის ბანკში, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებში, უზენაეს სასამართლოში, პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება