ლევან ბეჟაშვილი - თურნავას ბრძანებას მოჰყვება ფინანსური იზოლაცია, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს - ოპოზიციას კოორდინაციისკენ მოვუწოდებთ

თურნავას ბრძანებას მოჰყვება ფინანსური იზოლაცია, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს - ოპოზიციას კოორდინაციისკენ მოვუწოდებთ, აქცია არის საშუალება და მექანიზმი ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, გადაწყვეტილება გააუქმონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მიმართა და თურნავას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია და ეს რეგულაცია თავის მასშტაბით უტოლდება რუსული აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს და სახელმწიფო მიტაცებულია. ივანიშვილის „კლანის“ სასარგებლო ცვლილებების დაწესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, რასაც გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ამას მოჰყვება ფინანსური იზოლაცია, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო და გააუქმოს ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მივმართავთ საბჭოს წევრებს სახელობითად: არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავას, ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს, რობერტ სინგლეტარს, ეკატერინე გალდავას, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება თურნავას ბრძანების გაუქმების შესახებ. საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ მაქსიმალური კოორდინაციისკენ, კონსულტაციებისკენ, რათა ხალხთან ერთად შევძლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვა, ჩვენ დღეს რეალურად სახელმწიფოს გვართმევენ. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ თურნავას გადაწყვეტილების გაუქმება არის მექანიზმი, როგორც არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ზეწოლით და ჩვენი ძალისხმევით უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, გავაუქმებინოთ თურნავას ბრძანება. მექანიზმამდე მისასვლელი გზები არის სხვადასხვა, ესაა საზოგადოების კონსოლიდაცია, გააზრება რა საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა, რადგან საბანკო სისტემა არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი და თუ ეს მოიშალა, საერთაშორისო ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდა საბანკო სექტორი და ქვეყანა, ეს აისახება თითოეულ მოქალაქეზე, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ვაიძულოთ გადაწყვეტილების გაუქმება. აქცია არის საშუალება და მექანიზმი ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ეს გადაწყვეტილება გააუქმონ, როგორც ვაიძულეთ რუსული აგენტების შესახებ კანონის გაუქმება, ეს გადაწყვეტილება თავის შინაარსით არის იგივე რუსული აგენტების შესახებ კანონმდებლობა, რადგან ოთარ ფარცხალაძეს და რუს-ქართველ ოლიგარქებს შეუქმნეს სასათბურე პირობები, რომ თავი შეაფარონ საერთაშორისო სანქციებს”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო