სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განვითარების 6 წლიანი სტრატეგია წარადგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა, სამსახურის მუშაობის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული განვითარება.

„სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი ამოცანები სრულ შესაბამისობაშია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს.

სტრატეგიის განხორციელების პერიოდში დაგეგმილია 2 წლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც, რომელშიც სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განსაზღვრული იქნება კონკრეტული ღონისძიებები, მათი შედეგების ინდიკატორები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები.

დოკუმენტზე მუშაობა ევროპის საბჭოს პროექტის ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტმა პროფესიული ექსპერტიზა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გაიარა.

საჯარო განხილვის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, სტრატეგია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება