თორნიკე რიჟვაძე ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ვაშლოვანში მიმდინარე ახალი სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაათვალიერა. 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და კამპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლაში განხორციელდება გაძლიერებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენების მიმართულებით. ახალი სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული, ენერგოეფექტური, განთავსდება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი. სკოლის ღია მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა ტრიბუნები 250 მაყურებელზე.

ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია როგორც ადგილობრივი, ისე შიდა სასოფლო და ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.

დღეს თორნიკე რიჟვაძემ ხულო-უჩხოს მიმართულებით 5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით განხორციელდა არსებული ხიდის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს სოფელ უჩხოს, ოქრუაშვილების, გუდასახოსა და კურცხალის მოსახლეობა.

დასკვნით ეტაპზეა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი ოფისის და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ხულოში.

თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გამართა, სადაც პროექტების ეფექტიანად განხორციელების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნო. ხულოში მშენებარე გაზსადენის საერთო სიგრძე, როგორც პროექტით არის განსაზღვრული, 6 426 გრძივი მეტრი იქნება და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

აჭარის რეგიონში, ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში. მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, აჭარაში, 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც 3 696 პოტენციურ აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება