თბილისის მერიამ, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა

ქვეყანაში ელექტრომობილების გავრცელებისა და შემოყვანის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისში 80 ლოკაციაზე უკვე არსებობს ელექტროდამტენები.

„თბილისში 80 ლოკაციაზე ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ დატენონ ავტომობილები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავცდენოდით დედაქალაქის საზღვრებს და განვახორციელეთ კარგი პროექტი. 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ, ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით; ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით; ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში სწრაფი ელექტროდამტენების სადგურების მოწყობა იგეგმება.

„თბილისში ვაპირებთ სწრაფი დამტენების მოწყობის პროექტის განხორციელებას. ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება