გია ვოლსკი - არ გამოვრიცხავ, საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ პანიკა შეიქმნას - აქციაც პანიკის შექმნას ემსახურება

მთავარი თემაა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს და ამისთვის ნებისმიერი საკითხს გამოიყენებენ - აქცია პანიკის შექმნას ემსახურება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

კითხვაზე: გამორიცხავს თუ არა, რომ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს? - ვოლსკი ამბობს, რომ “არ სურს, ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“.

„გამოვრიცხავ იმას, რომ უსამართლოდ მოგექცევა ვინმე მაშინ, როცა ასეთი სერიოზული საკითხია, არ მინდა ასეთი რწმენა მქონდეს, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ თქვენ და ნებისმიერი სხვა ეცდება საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ შეიქმნას პანიკა და ამ პანიკის შექმნას ემსახურება ყველა აქცია, რომელსაც თქვენ გეგმავთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება