შოთა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილს ფარცხალაძის პროკურატურა და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ასამართლებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმე პოლიტიკურია, ვინაიდან ყოფილ პრეზიდენტს „ფარცხალაძის პროკურატურა და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ასამართლებს“.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, სადაც ადვოკატები შუამდგომლობებს დააყენებენ.

„დღევანდელი პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე იმართება. ეს საქმე თანდათან ისევე, როგორც ყველა სხვა საქმე სააკაშვილის უფრო და უფრო სასაცილო ხდება, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც არის არაერთ ქვეყანაში მიღებული პირი და არაერთი ქვეყნის პირველი პირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, პოლიტიკურო პატიმრობის პერიოდში, ფარცხალაძის პროკურატურა, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ასამართლებს. ასამართლებს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სანქცირებულია ცივილიზებული, განვითარებული მსოფლიოს მიერ და რომელსაც ასე თავგამოდებით იცავს „ქართული ოცნება“. ცხადია, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება“, - განაცხადა თუთბერიძემ.

კითხვაზე, „სასაცილო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და მომიტინგეთა დარბევა არის თუ არა, ადვოკატი ასე პასუხობს:

„სასაცილოა ის, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ქვეყნებისგან ჯილდოები აქვს მიღებული მათ შორის, პოლიტიკური პატიმრობის გამო, ადამიანზე, რომელზეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის ლიდერები ლიდერები საუბრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია, ადამიანზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართველი ოლიგარქის ხელის ბიჭი ამბობს, რომ არჩევანი ჰქონდა ან პოლიტიკას შეშვებოდა, ან დაიჭერდნენ, ამ ადამიანს ასამართლებს ფარცხალაძის პროკურატურა და მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანი“, ეს არის სწორედ სასაცილო. ეს ტრაგიკულია მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ ბედკრულ პერიოდსაც გაივლის და ობიექტური, არაპოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება, მაშინ შეგვიძლია ყველა პირის პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება