გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში.

„მოქალაქეებს, გასაბერი ნავებიდან, ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.

1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე, მოქალაქეს, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

2 სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.

1 სამართალდარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მოქალაქე, მდინარე ჩხერიმელაზე ე.წ ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები. მდინარე დებედას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი ოდენობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება