თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს სთხოვა, იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ქალაქის დასუფთავებასა და განათებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ, პატივი სცენ.

„დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიული დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიურ, 24-საათიან შრომაზე დგას თბილისი. სწორედ მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის, სინათლისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი. თბილისელებს კი ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პატივი ვცეთ იმ ადამიანთა შრომას, ვინც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის გულწრფელად აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება