კულტურის სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან იკრიბებიან

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისაკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენის პარალელურად იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს, არ აქვთ მოლოდინი იმის, რომ თეა წულუკიანი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს შეეხება იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს.

„ხელოვნების და მეცნიერების წარმომადგენლები, გათავისუფლებული თანამშრომლები, შევიწროებული პროფესიონალები, იმ უსამართლო პოლიტიკური და პროფესიული გარემოს გამო, რომელსაც ქმნის კულტურის სამინისტროს პოლიტიკა უკვე ძალიან დიდი ხანია, ვსვამთ კითხვებს. აქამდე, სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით ვითხოვდით ამ კითხვებზე პასუხს, ვითხოვდით კომუნიკაციას სამინისტროსთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, რომ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე აეღოთ და პასუხები ჩვენი კითხვებისთვის გაეცათ.

დღეს თეა წულუკიანი გამოდის პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში. ის ისაუბრებს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს კულტურის სფეროში და სამწუხაროდ, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ის არ შეეხება არცერთ იმ კრიტიკულ საკითხს, რომლის გამოც ხელოვნება და მეცნიერება უამრავ პროფესიულ და მოქალაქეობრივ კითხვას სვამს. ის არ შეეხება არცერთ შემთხვევას, მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ, ის არ შეეხება ცენზურის საკითხს, ის არ იქნება კრიტიკული იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც აყენებს ყოველდღიურად კულტურისთვის, ხელოვნებისთვის და მეცნიერებისთვის“, - განაცხადა დოკუმენტალისტმა ნინო გოგუამ.

მწერლის, ივა ფეზუაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე კულტურის სფეროს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მათ სფეროში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

„დღევანდელი დღის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა არის ის, რომ ხელოვნების და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ჩვენ სოლიდარულები ერთმანეთის მოთხოვნების მიმართ ვიქნებით, რომელიც ცალ-ცალკე ხმამაღლა თქმულა და ახლა ერთად უნდა გავაჟღეროთ. მიზეზი, რის გამოც ვიკრიბებით, არის ის რაღაც ძალიან უხეში სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის გამტარებელი ამ შემთხვევაში არის კულტურის სამინისტრო, რომელიც პირდაპირ დგას პარტიულ ინტერესებზე და პირდაპირ დგას ოპონენტების, კრიტიკული ხმების „დაცენზურებაზე“. ასე კულტურის სფერო უბრალოდ ვერ იმუშავებს და პარალიზებული იქნება, ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს მთელი „ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ლიტერატურული პრემია „საბას“გამარჯვებულმა, ივა ფეზუაშვილმა.

ცნობისთვის, „სიმართლის საათი“ - ამ სახელწოდებით 18:00 საათზე პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ხელოვანებისა და მეცნიერების წარმომადგენლების აქცია გაიმართება. ისინი გეგმავენ, რომ გააჟღერონ ის პრობლემები, რომელსაც მათი თქმით, კულტურის მინისტრი თავს ვერ ართმევს. ამასთან, ადგილზე უკვე მანიფესტანტები საღამოს დაგეგმილი აქციისთვის საჭირო ტექნიკას ამზადებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო