პარტია „საქართველოსთვის“ - სებ-ს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს! - გამოვიყენებთ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს! ჩვენი გუნდი სრულად გამოიყენებს ჩვენს ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა“.

„ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საბანკო და საფინანსო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს!

მხარდაჭერას ვუცხადებთ ეროვნული ბანკის იმ ღირსეულ თანამშრომლებს, რომელთათვის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ჩვენი ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი.

ჩვენი გუნდი სრულად გამოიყენებს ჩვენს ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად!“, - აღნიშნულია პარტია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება