აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - მიღწეულია შეთანხმება ყარაბაღში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ.

უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას 20 სექტემბრის 13:00 საათიდან შემდეგი პირობებით: "აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და უკანონო შეიარაღებული ჯგუფები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და ექვემდებარებიან სრულ განიარაღებას; ამასთან, ხორციელდება მთელი საბრძოლო მასალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა; ზემოაღნიშნული პროცესი ხორციელდება რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება