მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილს  ფარცხალაძეზე - რა იცი ბიჭო, აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება!

რა იცი ბიჭო, [ოთარ ფარცხალაძე] აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მტკიცებულებები მათ უნდა დადონ, ვინც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

„რა იცი ბიჭო აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს სთხოვა კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლების მიცემა, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

„შენ მეუბნები, რომ არ არის ოთარ ფარცხალაძე აგენტი, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი“ კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში“ ნუ შეგეშლები, რა! მე არც „ნაციონალები“ მადარდებს, არც მიშა, არც გრიშა და არც რევოლუციის გეგმა, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მოდი, მოვიწვიოთ სუს-ის უფროსი“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მამუკა მდინარაძე და ალეკო ელისაშვილმა დეპუტატების ოთახისკენ გადაინაცვლეს, სადაც მათი თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატს „მოქალაქეების“ ლიდერისთვის უნდა აეხსნა იყო თუ არა ოთარ ფარცხალაძე ჯაშუში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება