მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, 7 ნოემბრის საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა.

კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხს და რომ სარდლობის შემადგენლობის ცვლილების დროს, საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა. შესაბამისად, ელიეშვილის თქმით, მტკიცებულებებს ხელახლა გამოიკვლევენ.

მოცემულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი, ახალი ჩართულია, შესაბამისად, ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართეს, რასაც მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ის დასაბუთებული არაა.

პროკურორებმა მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევის შემთხვევაში საქმის განხილვის არაგონივრულ ხანგრძლივობაზეც ისაუბრეს.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გაჟღერება პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან პროკურორის თქმითვე, 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება 2007 წელს დაიწყო, თუმცა, 2014 წლამდე არსებითად არაფერი გაკეთებულა, სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წელს დაიწყო, ოთარ ფარცხალაძე კი, გენერალურ პროკურორად 2013 წელს დაინიშნა და და მალევე გადადგა.

წიკლაურის განმარტებით, ადვოკატების მხრიდან ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირება არაა სწორი, რომ მათ პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ და საქმის ფაქტობრივ შინაარსზე ისაუბრონ. ბექა ბასილაიას განმარტებით კი, ფარცხალაძე ამ საქმის ფიგურანტია.

„რა არის სპეკულაცია ჩვენი მხრიდან, ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და დაუყოვნებლივ, საქართველოს მოქალაქეობა წაართვა სახელმწიფომ და ის, რომ ფარცხალაძემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ინარჩუნებს, ეს სპეკულაციაა, თუ ფაქტი?! საუბარია ამ საქმის ფიგურანტ „ეფესბეს" აგენტზე. თქვენ თქვით, რომ პოლიტიკური შინაარსი არ უნდა ჰქონდეს ამ შუამდგომლობას და „ეფესბეს" აგენტობა არის სპეკულაცია. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება 2007 წელს არ დაწყებულა გამოძიება, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებაზე დაიწყო და არა - სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფარცხალაძის შემხებლობას, ოთარ ფარცხალაძე ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, იმ დროს ნაძიები ფაქტები ამ საქმეში გაქვთ წარმოდგენილი. „ეფესბეს" აგენტის მიერ დანიშნული პირების მიერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, ასევე მის მიერ იყო დანიშნული, ვინც ბრალს ხელი მოაწერა. ეს სპეკულაცია როგორაა, ფაქტია!"- განაცხადა ბასილაიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო