ზუგდიდში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეორე ბრალდებულის საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1-ელ იანვარს, ბრალდებულმა რ.ა.-მ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

ასევე, აღნიშნული კონფლიქტის დროს, ინციდენტში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ.ც.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ორი პირის - გ.ა.-ს და ო.ა.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, ხოლო ც.გ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო გ.ც.-ის ბრალდების საქმე, ამჟამად სასამართლოში განიხილება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო