გიორგი ვაშაძე - დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა - „ქართული ოცნების“ და მისი სისტემის რღვევა დაწყებულია

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.

„დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ - სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. „ქართული ოცნების“, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია. ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ, პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ! არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე. დღეს ლაჩრულად გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. არცერთი ნაბიჯი უკან!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება