სტუდენტური პოლიტიკური ჯგუფის წევრებს საშვების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ

სტუდენტური პოლიტიკური ჯგუფის „ნაბიჯის” წევრებს დაშვებული საშვების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

ისინი პარლამენტის ადმინისტრაციის მიღებულ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის უკანა შესასვლელთან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ახალგაზრდული ფრთის” და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემდეგ საქართველოს პარლამენტში დეპუტატის სავარძელი მმართველი პარტიის წევრებმა გავრილოვის უახლოეს მეგობარს და კრემლის პროპაგანდისტს მამუკა ფიფიას დაუთმეს.

„პირველ რიგში, დღეს არის დღე, როდესაც ქვეყანაში ლოკალურად არის ძალიან ბევრი პროტესტის კერა. მათ შორის: კინემატოგრაფისტების, ეროვნული ბანკის და სტუდენტების პროტესტი. ამ წუთებში პარლამენტთან სტუდენტური მოძრობა „ნაბიჯის”წევრების პროტესტი მიმდინარეობს. მათზე საშვები დაშვებული იყო, მაგრამ პარლამენტში არ უშვებენ, რომ სხდომას დაესწრონ, თუმცა მისცეს უფლება დასწრებოდა სხდომას გავრილოვის უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელიც არის პუტინის პროპაგანდისტი. საღამოს არის დაანონსებული აქცია, ყველა პროტესტის კერა აუცილებლად უნდა გაერთიანდეს დღეს საღამოს და დიდი მასშტაბური აქცია პარლამენტთან უნდა იყოს”, - განაცხადა მოძრაობა „ნაბიჯის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა ჭოხონელიძემ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება