კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ივანიშვილმა გამოაგორა, იდეაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მმართველი, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტური მონა და მორჩილი, ქალბატონი თურნავა, რომელიც გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძის საბანკო ფინანსურ ინტერესებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პრორუსული პარტიაა, არამედ ის რუსული აგენტურით გატენილი დანაშაულებრივი, მაფიოზური დაჯგუფებაა.

უამრავი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ამას მაფიოზური „რუსული ოცნება“ განზრახ აკეთებს, რადგან ასეთ ბრძანებებს იღებს მოსკოვიდან.

მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ქვეყანას კი მართავს დანაშაულებრივი რუსული დაჯგუფება, ანუ ხალხი არის ერთ მხარეს, ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს არის კლასიკური რევოლუციური მდგომარეობა!

მე, როგორც ქართველი პატრიოტი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავუშვებთ. მაგრამ თუ ისევ გაბედეს არჩევნების გაყალბება, ყველაფერი რევოლუციით და არა „ქოცბანდის“ მშვიდობიანი წასვლით დასრულდება!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება