ნათია თურნავა - მუდმივ კომუნიკაციაში ვართ კომერციულ ბანკებთან, თუ როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმდაგვარად იმპლემენტაცია, რომ მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს

ვიცით, რომ თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს, განსაკუთრებით მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებიც გააჩნია, რასაც პატივს ვცემთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებებიც განუხრელად შესრულდეს და აქ ერთიანები ვართ. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, თუ როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმდაგვარად იმპლემენტაცია, რომ შესაბამისობაში იყოს მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კომერციული სექტორი არ დაემორჩილება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ეროვნული ბანკი ავალდებულებს, რომ მათაც არ დაუყადაღონ კონკრეტულ პირს ანგარიში იქამდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი, თურნავამ განმარტა, რომ „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი ჩვენი კანონმდებლობით ხელმძღვანელობს“.

„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგანაც კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი ასევე და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მინდა განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აქვე, მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკმაოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უარყოფილი. აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ადრესატები არიან კომერციული ბანკები და ზოგადად, სისტემაში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები.

„ჩვენი რეგულაციის ადრესატები არიან კომერციული ბანკები და ზოგადად, ჩვენს სისტემაში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები. მათ მიმართ არის ეს ინსტრუქცია, მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ ინსტრუქციით. აქვე ვიტყვი, რომ სანქციების აღსრულება არის უფრო ფართო ცნება, ვიდრე კონკრეტულად ცალკეული სანქცირებული პირის მიმართ რაღაცა უზრუნველყოფის ღონისძიებები. ეს პროცესი გრძელდება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს