გიორგი ტყემალაძე - დღეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„გიორგი ტყემალაძის თქმით, დღეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის „გაფანტული სკლეროზის“ პროგრამა ფართოვდება და სოციალური სტატუსის მიუხედავად, პროგრამით მოსარგებლე ყველა პირს მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარე ისტორიულ-კულტურულ ზონებში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიამ გარკვეული დროის წინ, ისტორიულ ზონებში სამშენებლო ნებართვის დარღვევებზე ჯარიმების გამკაცრების თხოვნით პარლამენტს მიმართა, დღეს კი თბილისის მერია საკანონმდებლო უწყებას სთხოვს გაამკაცროს კანონმდებლობა ისტორიულ-კულტურულ ზონებში სამშენებლო ვადების დარღვევასთან დაკავშირებით.

გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ხდება ხოლმე, როდესაც მესაკუთრეები იღებენ სამშენებლო ნებართვას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იწყებენ მშენებლობას. როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, ასეთ დროს ხდება ობიექტის კონსერვაცია და უსაფრთხოების ზომების დარღვევა. საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერის ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

„გიორგი ტყემალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამზარეულოს ბლოკებსა და სანიტარიულ-ჰიგიენურ წერტილებში სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. ამას გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წელს თბილისში 6 საბავშვო ბაღი აშენდა, რომელთაგან 3 უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ყოფნისთვის შრომობენ,“ - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება