ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე  - როგორ შეიძლება ბრალდება დასაბუთებული და კანონიერი იყოს, როცა მის უკან „ეფესბეს“ აგენტი დგას

როგორ შეიძლება ბრალდება დასაბუთებული და კანონიერი იყოს, როცა მის უკან „ეფესბეს“ აგენტი დგას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობაში ცვლილებაა, აქამდე გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებას ხელახლა გამოიკვლევენ.

„მოსამართლის ცვლილების გამო, ამ საქმეზე მოწმეები ხელახლა დაიკითხებიან. მთავარია, რომ ჩვენ ვითარება გვაქვს, როცა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს რუსეთის „ეფესბეს“ აგენტის მიერ. ოთარ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, მის მიერ მოადგილედ დანიშნულმა პირმა 2014 წელს, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, არც 7 ნოემბრის, არც „პიჯაკების“, არც შეწყალების და არც სხვა საქმის, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებს, სადაც განაჩენია დამდგარი ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, აღარ გააჩნია სამართლებრივი შინაარსი. როგორ შეიძლება ბრალდება დასაბუთებული და კანონიერი იყოს, როცა მის უკან „ეფესბეს“ აგენტი დგას. ეს ძალიან კარგად ესმის პროკურატურას, რომელიც პროცესზე ამბობდა, რომ ფარცხალაძე გენერალური პროკურორი ერთი თვე იყო. აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იმ პერიოდში იყო, როცა ამ საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. როცა ამ და სხვა საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის ბრალის წარდგენა მოხდა, ის ფარცხალაძის დანიშნულმა პირმა წარადგინა, რომელმაც შემდეგში ფარცხალაძე ჩაანაცვლა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება