მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს - ეს იკადრა პირველმა, როგორც მავნებლობასა და აგენტობაში ყინულმჭრელმა გიორგი ვაშაძემ და ალბათ, სხვებიც იკადრებენ

საზოგადოების რეაქციას და საზოგადოებას აკვირდებიან, ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს. ეს იკადრა პირველმა, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობაში და აგენტობაში, გიორგი ვაშაძემ და ალბათ, სხვებიც იკადრებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალებს აქვთ დავალება, ქვეყანაში “მეორე ფრონტი” გაიხსნას.

“გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ - რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? - არაფერი გარდა იმისა არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ “მეორე ფრონტად” თავით დავერჭოთ ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება