მედია - ყირიმში, სამხედრო ნაწილზე დარტყმა განხორციელდა, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილსა და ბელბეკის აეროდრომის მიდამოში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ.

ვრცელდება ფოტოები, სადაც მოჩანს, რომ ტერიტორია კვამლშია გახვეული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. "ხელისუფლებამ" ყირიმის ხიდზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ვერხნესადოვოსა და კუჩში საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება