დღეს, პარლამენტთან, ბიზნესმენ მამუკა ფიფიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნასაც გააპროტესტებენ

19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარედ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ახალგაზრდული ფრთის”, მოძრაობა „ნაბიჯის” წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების პირებმა აქცია დააანონსეს.

ისინი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის უახლოესი გარემოცვის წევრი, მამუკა ფიფია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.

მანამდე, 9 აპრილის ქუჩაზე შეკრებილები სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსებო”, „მონებო”. პარალელურად, ისინი საქართველოს მოქალაქეებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

ცნობისთვის, დღეს სტუდენტური პოლიტიკური ჯგუფის „ნაბიჯის” წევრები დაშვებული საშვების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ამ ფაქტს ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ახალგაზრდული ფრთის” და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის უახლოეს მეგობარს და კრემლის პროპაგანდისტს მამუკა ფიფიას საქართველოს პარლამენტში დეპუტატის სავარძელი დაუთმეს, ხოლო ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება