ვლადიმერ პუტინი - ვიმედოვნებ, შევძლებთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მჭიდრო კავშირშია ყარაბაღში კონფლიქტის ყველა მხარესთან და იმედი აქვს, სიტუაცია დეესკალაციისკენ და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ წავა.

"ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ კონფლიქტის ყველა მხარესთან - ერევნის, სტეპანაკერტისა და ბაქოს ხელისუფლებებთან. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დეესკალაციის მიღწევას და ამ პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას", -აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასა და ყარაბაღში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება