ზურაბ ჯაფარიძე - ქუჩის პროტესტის გარეშე რუსული ხელისუფლების გაშვება რთულად წარმომიდგენია

ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ხელისუფლებაში რუსები არიან, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადასაყენებლად, საზოგადოების პროტესტი აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

„მთავარმა პარტნიორმა აშშ-მ გვითხრა, რომ ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ გავლენას ახდენს საქართველოში საზოგადოების აზრსა და პოლიტიკაზე, ეს არის ლუსტრაცია. თუ ვინმესთვის კითხვის ნიშნები არსებობდა, რა ტიპის ხელისუფლება გვყავს, ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ხელისუფლებაში რუსები არიან. ეს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს, ვისაც საკუთარი შვილების მომავალი სურს. თუ ვინმეს აქვს ილუზია, საქართველოში არიან პარტიები, რომელსაც ხალხის მობილიზებული არმიები ჰყავს, ეს მათი გასაკეთებელია, მე ვიჯდები ტელევიზორთან და დავაკვირდები, მინდა მათ იმედები გავუწბილო. ქუჩის პროტესტის გარეშე რუსული ხელისუფლების გაშვება რთულად წარმომიდგენია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციას, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ მათ შორის კონტაქტი აქამდეც იყო, მაგრამ ახლა უფრო რეგულარული ხასიათი აქვს შეხვედრას და გარკვეულ საკითხებზე საუბარს.

„გააზრება იმისა, რა რეალობაში ვცხოვრობთ და რა საფრთხეების წინაშე არის ქვეყანა, რა შესაძლებლობები გვაქვს, რომელიც შეიძლება ისტორიის ამ მომენტში გამოვტოვოთ, ამის გააზრება ამ პოლიტიკურ მოთამაშეებში დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი და მაღალია, ვიდრე ნახევარი წლის წინ იყო. დანარჩენი გეგმები, ასე და ისე ვიზამთ, ასეთი რაღაცების არ მჯერა. ამიტომ, არასდროს ვყვები“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება