პარლამენტის შესასვლელთან ხელოვანები და მეცნიერები აქციას - „სიმართლის საათი“  მართავენ

„სიმართლის საათი“ - ამ სახელწოდებით პარლამენტის შესასვლელთან ხელოვანებისა და მეცნიერების წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები გეგმავენ, ხმამაღლა გააჟღერონ ის პრობლემები, რომელსაც, მათი თქმით, კულტურის მინისტრი თავს ვერ ართმევს.

პარალელურად კი, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები “მინისტრის საათის” ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.

“დღეს, თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ამ დეპრესიულ, გამანადგურებელ პოლიტიკას, რომელსაც, სამწუხაროდ ეწევა კულტურის სამინისტრო ვიკრიბებით, რათა ერთი მხრივ, ერთად დავაყენოთ ჩვენი მოთხოვნები და მეორე მხრივ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ შემავიწროებელი დამოკიდებულების მიმართ, რომლითაც უდგება, სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრო თანამედროვე მეცნიერებას და ქართულ ხელოვნებას.

ჩვენ ველოდებით, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებს, ასევე, ქართული ხელოვნებისა და კულტურის გულშემატკივრებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკული თვალით უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და თვლიან, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურა და მეცნიერება”, - განაცხადა დოკუმენტალისტმა, ნინო გოგუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება