თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რაგბის გუნდს სამხედრო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატიდან დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთიდან დაბრუნებულ ნაკრების წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. მან მორაგბეებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა. რვა გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში გამარჯვებულის თასი მოიპოვა. ნაკრებმა გუნდმა Defence Lelos ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა.

თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება