ეროვნული ბანკის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

ეროვნული ბანკის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები - ოპოზიციონერი ლიდერები და მოქალაქეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მოქალაქეებს სიტყვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

„წავედით ყველანი რუსთაველისკენ, მორიგი საპროტესტო აქცია იქნება, ასე მოგვიწევს, არ იქნება დანებება, არ იქნება მოსვენება, არც ჩვენი და არც მათი“, -განაცხადა მელიამ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ქართული საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის დამანგრეველია. მათივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება