„ამერიკის ხმა“ –  მოსალოდნელია, რომ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან პაკეტზე განაცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რიგითი პაკეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

"მოსალოდნელია, რომ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რომელიც 21 სექტემბერს შედგება, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან პაკეტზე განაცხადებს", – წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული მხარე ამერიკისგან ATACMS-ის ტიპის შორსსასროლი სარაკეტო სისტემების მიწოდებას აქტიურად ითხოვს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესში ყველა ამერიკელ სენატორს შეხვდება და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, ამის შემდეგ კი, აშშ-ის პრეზიდენტი მას თეთრ სახლში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი უკრაინისთვის 23 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დახმარების გადაცემის თაობაზე თეთრი სახლის მოთხოვნის ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ ახალი დახმარების გამოყოფა ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან "რესპუბლიკურ პარტიაში" ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოება არსებობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება