გია ვოლსკი სებ-ის გადამდგარ ვიცე-პრეზიდენტებზე - მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს ვაშაძეს და  ხაბეიშვილს - არ ვამბობ, რომ მათი გადადგომა წინასწარ მოფიქრებულია, მაგრამ სურათი გვიჩვენებს, რომ საფუძველი მაქვს, ვთქვა

მესტვირიშვილის, ლეჟავას, გაგუას დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს და ლევან ხაბეიშვილს - არ ვამბობ, რომ ამ სამი ადამიანის გადადგომა არის წინასწარ მოფიქრებული, მაგრამ სურათი გვიჩვენებს, რომ ამის საფუძველი მაქვს, რომ ვთქვა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების გადადგომას.

ვოლსკიმ დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებას ისახავს მიზნად, რის შემდეგაც მას ჰკითხეს, რას უკავშირებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების პოსტიდან გადადგომას და ხომ არ განიხილავს მათაც რევოლუციური სცენარის მონაწილეებად.

"რასაკვირველია, არ არის აუცილებელი, რომ ამ სცენარზე იყვნენ დამოკიდებულები, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს. დამოკიდებულებებია ერთნაირი, თორემ მე არავის ვადანაშაულებ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ რევოლუციაა გზა, სისხლისღვრა და იარაღი. ფაქტია, მოტივი არის ერთი - ისე შეარყიონ სიტუაცია, რომ პანიკა გამოიწვიონ და ეს პირველად არ ხდება. დესტაბილიზაცია, ხშირი აქციები პირდაპირ ურტყამს ვალუტის კურსსაც, ინვესტიციებსაც, ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც. ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს ველოდით, 6.5 უნდა იყოს, ეს მათთვის ისტერიკის ტოლფასია. აქედან გამომდინარეობს ყველა მავნებლობა, რომელიც ჩამოაყალიბეს. მე არ ვამბობ, რომ ამ სამი ადამიანის გადადგომა არის წინასწარ მოფიქრებული, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ სურათი გვიჩვენებს, რომ ამის საფუძველი მაქვს, რომ ვთქვა. ყველაფერი ეს, რაც ხდება დღეს, იმ სცენარით მიდის, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია, რაზეც სუს-ი ლაპარაკობს და თვეებია ვსაუბრობთ - დესტაბილიზაცია არის ამოცანა, რომელიც დასახა სააკაშვილმა და სხვა ამოცანა რადიკალურ ოპოზიციაში არ არსებობს.

საფუძველზე როცა ვსაუბრობ, ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია ანალიზის დონზე ეს გითხრათ, მაგრამ გადაჭრით რომ ვთქვა, რომ ამ ადამიანებმა (ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტებმა) ხელი რაღაცას მოაწერეს, მოილაპარაკეს ან კონსპირაციულ შეხვედრაზე იყვნენ, მე არ მაქვს, ეს ინფორმაცია, მაგრამ რაც ხდება, ზუსტად ემთხვევა იმ პროგნოზებს, რაც გაკეთდა",- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად შეუძლია მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აიღოს, რომ თურნავას ბრძანების შემდეგ, არც ქვეყნის ფინანსურ სექტორს შეექმნება პრობლემა და არც კანდიდატის სტატუსს, ვოლსკის პასუხია, რომ კითხვა უნდა დავუსვათ ვაშაძეს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რაიმე რომ მოხდეს მაშინ, როცა რევოლუციისკენ მოუწოდებს.

"პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ყველაფერზე ეკისრება და დღემდე ისე მოიტანა, რომ ვალუტის კურსიც დაასტაბილურა, მშვიდობა და სტაბილურობაც შეინარჩუნა. შემდეგ რა იქნება, არ არის ის თემა, რაზეც ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ. პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს: იქნება ქვეყანაში სიმშვიდე და გავაგრძელებთ პოლიტიკას, რაც ქვეყნისთვის არის კარგი",- განაცხადა ვოლსკიმ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით