გია ვოლსკი - ხომ უნდა გვაერთიანებდეს რაღაც და დღეს ამ გაერთიანების სიმბოლოა სწორედ კულტურა, ქართული სპორტი და ახალგაზრდულ საკითხებთან დამოკიდებულება

უნდა შეაქო ის, რაც არის გაკეთებული , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის" ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ბევრი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება, თუმცა ძირითად პოლიტიკას და მიმართულებებს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით სამინისტრო წარმართავს და ახორციელებს.

„კულტურის სფეროზე, სპორტზე და ახალგაზრდობაზე ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაშიც, პარლამენტის შენობაში, ვერ ავცდებოდით პოლიტიკურ დებატებს. დღეს ჩვენ არაერთ თემაზე და მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, რომელიც მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმოადგინა. რომელი მიმართულებაა ისეთი, სადაც ნებისმიერ ჩვენთაგანს პოზიტივი არ შეგხვედრიათ, როდესაც სხვადასხვა რეგიონში ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ბევრი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება, თუმცა ძირითად პოლიტიკას და მიმართულებებს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით სწორედ სამინისტრო წარმართავს და ახორციელებს.

რაღაც წარმოდგენა გვაქვს ისეთი რომ ამ ადამიანების მიმართ მადლობა არ გვჭირდება, რადგან ვინმემ რამე პირფერობაში არ ჩაგვითვალოს. ასე არ არის, უნდა შეაქო ის რაც არის გაკეთებული. რასაკვირველია, შეიძლება კამათიც იყოს, გარკვეულ თემებზე პოლემიკაში შევიდეთ, მაგრამ ის ტენდენციები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ სამინისტროს და მთავრობის მიერ, ერის და საზოგადოების იდენტობა სწორედ აქ შეგვიძლია დავაზუსტოთ. ხომ უნდა გვაერთიანებდეს რაღაც და ამ გაერთიანების სიმბოლოა დღეს სწორედ კულტურა, ქართული სპორტი და ახალგაზრდულ საკითხებთან დამოკიდებულება. მე წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ თეას და მის გუნდს ამ საქმეში", - განაცხადა ვოლსკიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება