დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულმა ჯარმა სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულმა ჯარმა სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა.

მედიის ცნობით, ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

„დღევანდელი სარაკეტო დარტყმა სევასტოპოლის მახლობლად, სოფელ ვერხნესადოვოესთან მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული აღმოჩნდა - ყველა რაკეტამ მიზანს მიაღწია. ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

სამსახურში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ განადგურებული სამხედრო ბაზა რუსი გენერლების სათადარიგო სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა და სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დადასტურდა, რომ პუნქტში ფლოტის მეთაურები იმყოფებიან.

"განადგურებულია არა მარტო ცოცხალი ძალა, არამედ ძვირადღირებული სამხედრო სისტემები, რომლებიც ამ ბაზაზე იყო განთავსებული. აფეთქებების სეზონი ყირიმში გაგრძელდება", - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის