ნათია თურნავა - ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული, ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე - ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ცალსახად გამოირიცხება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის "საგამონაკლისო სიიდან" გამოირიცხება.

თურნავას განცხადებით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება.

ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან გააგზავნა დასკვნა და როგორც ჩანს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს, შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

"მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის "გადავადებული მოქმედებით" - არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება", - განაცხადა თურნავამ "იმედის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება