უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, აფეთქებების ხმები ისმის

უკრიანის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში, ჩერკასში, ხმელნიცკის ოლქებსა და ხარკოვში საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია და რომ რაკეტების ერთი ჯგუფი კიევის ოლქის მიმართულებით, მეორე კი - დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდა.

ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, ლვოვის, რივნესა და ხმელნიცკის ოლქების მოსახლეობას სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. რივნეს მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. საჰაერო განგაში გრძელდება უკრაინის საჰაერო დასავლეთ ოლქებსა და ზაპოროჟიეს ოლქშიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება