ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონება შვილს გადაუფორმა

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.

ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში.

პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა: სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 25.28 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 26.04 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი; ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება