პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო - კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.

„კანონპროექტში ცვლილება ერუშეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად იქნა შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა. დემარკაციის შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნა საზღვრებში მოხვედრილი მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, დაცული ტერიტორიისთვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად პარკის საზღვრებში იყო მოხვედრილი.

დემარკაციის პროცესი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების - „დაცული ტერიტორიების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება