„პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა

„პაშა ბანკ საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 12 სექტემბერს შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „პაშა ბანკი“ ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, სს „პაშა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს წევრებმა: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ჯალალ გასიმოვი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ფარიდ მამედოვი; სს „პაშა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები არიან: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - როვშან ალავერდიევი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - კამალა ნურიევა.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. „პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. „პაშა ბანკი“ არის „პაშა ჯგუფის“ ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

„პაშა ბანკმა“ საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება