ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე − საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. რეკომენდაციებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მან ალარ კარისს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავების მზაობა. ამასთანავე, მათ სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება