ვალერი ზალუჟნი - უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციის “ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან გაუშვეს.

„რუსი ოკუპანტები უკრაინას საჰაერო ბაზირების Kh-101/Kh-555/Kh-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, ავიაციის „ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან 43 ფრთოსანი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა ენგელსის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები რამდენიმე ტალღად გაუშვეს და ისინი უკრაინის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ.

„საჰაერო თავდაცვის ძალების ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მუშაობის შედეგად 36 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებს ზალუჟნი.

გარდა ამისა, რუსებმა დილით ხარკოვს S-300 ტიპის ფრთოსანი მართვადი რაკეტებით დაარტყეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება