თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა - ამიტომ მოქმედებენ კოორდინირებულად ფარცხალაძის დასაცავად

ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა და ამიტომ ვხედავთ კოორდინირებულ ქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, სავარაუდოდ, რთული შეხვედრა ექნებოდა ამერიკაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

რაც შეეხება თავად ფარცხალაძეს, ბოკუჩავას თქმით, მას ხელი შეუწყვეს, რომ არ მიეღო ზიანი დასანქცირებით და ფარცხალაძემ სავარაუდოდ, მოასწრო თანხების გატანა, ისევე, როგორც ქონება გადააფორმა ოჯახის წევრზე.

„სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ მძიმე იყო ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს მის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალ მოცემულობაში, რომლის წინაშე ის აუცილებლად დადგება, თუ არ გადააბარებს დროულად, მშვიდობიანად ხელისუფლებას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა