გიორგი ამილახვარი - 3-4 წელიწადში ყველა სკოლაში გვინდა ინფრასტრუქტურული პროექტის დამთავრება, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება კვების პროგრამის ეტაპობრივად დაწყება

იცით, რომ 3-4 წელიწადში ყველა სკოლაში გვინდა ინფრასტრუქტურული პროექტის დამთავრება და შესაბამისად, უკვე შესაძლებელი იქნება კვების პროგრამის ეტაპობრივად დაწყებაც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ისაუბრა სკოლებში კვების კომპონენტის გაჩენაზე.

როგორც მან განმარტა, სკოლებში კვების პროგრამის დანერგვის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ ნაწილში, მე რომ მოვედი, მუშაობა აქტიურად დავიწყეთ. იქმნება სპეციალური პროგრამა, ასე ჰქვია სამინისტროში, რომელსაც კონკრეტული ბიუჯეტი გამოეყოფა პირველ ეტაპზე რომ შესაძლებლობები შეფასდეს, ანუ რომელ სკოლაში, რისი გაკეთება შეიძლება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ შემდეგზე - ევროკავშირის ეგიდით არის ასეთი საერთაშორისო კოალიცია, რომელიც სწორედ სხვადასხვა ქვეყნებს მეთოდოლოგიურად ურჩევს, როგორ გადაჭრან ეს პრობლემები. იქ მიდის გაწევრიანების პროცესი იმისთვის, რომ ჩვენც ვიყოთ და ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანაა, სადაც ეტაპობრივად დაიძლია ეს პრობლემა. ამიტომ, ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. რაღაც დრო დაგვჭირდება, რომ დავდოთ რეალური სურათი იმ სკოლებში, სადაც უკვე შესაძლებელია ამის დაწყება, ეტაპობრივად მოვახდინოთ ამის დაგეგმვა და დაწყება. ბუნებრივია, ამას, სამწუხაროდ, ერთ და ორ თვეში ვერ გავაკეთებთ, გარკვეული დრო დასჭირდება, ასევე სკოლებში განვსაზღვროთ გეგმა, ვინაიდან ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იცით, რომ 3-4 წელიწადში ყველა სკოლაში გვინდა ინფრასტრუქტურული პროექტის დამთავრება და შესაბამისად, უკვე შესაძლებელი იქნება კვების პროგრამის ეტაპობრივად დაწყებაც“, - განაცხადა ამილახვარმა

რაც შეეხება სკოლებში სარეაბილიტაციო პროცესის დაუსრულებლობის მიზეზს, როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, ახლა, სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით, 10 სკოლაა, სადაც კონტრაქტორებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ვადაგადაცილება აქვთ.

ამილახვარის თქმით, სამინისტროს მხრიდან უმკაცრესია კონტროლი, მონიტორინგი და სანქციები, რაც ხელშეკრულებით და კანონითაა გათვალისწინებული.

„ამიტომ, ამას ბუნებრივია, ყურადღებას აქტიურად ვაქცევთ. ეს ათწლეულების დაგროვებული პრობლემაა და ამის აღმოფხვრა ვცდილობთ. პარალელურად, დაახლოებით, 300-მდე სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია მიდის სრული ვადების დაცვით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება